აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ უჭერს.
“ჩვენ გვჯერა, რომ ახლა ცეცხლის შეწყვეტა უბრალოდ საშუალებას მისცემს ჰამასს დარჩეს, გადაჯგუფდეს და გაიმეოროს ის, რაც 7 ოქტომბერს გააკეთა”, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
ბლინკენის თქმით, ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა ჰუმანიტარული პაუზების წყალობით გამარტივდება.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის