გეგელია – კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანაში რეფორმები მიზანმიმართულად არ გატარდა

Published:

ევროკომისიის დასკვნის გამოცხადებამდე 3 დღით ადრე ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმები მიზანმიმართულად არ გაატარა.

“ლელოს” წევრ გრიგოლ გეგელიას თქმით, “ოცნება” რუსულ სქემას აგრძელებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ოპოზიციის წევრი იმედოვნებს, რომ ევროკომისია ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას გაითვალისწინებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემს.

“ძალიან რთულია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას არ გაუტარებია რეფორმები რაიმე პროგნოზზე საუბარი. ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ იმას, რომ 17 თვის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ 3-ზე მეტი რეფორმა არ გაატარა. ეს იყო მიზანმიმართული საბოტაჟი საქართველოს ეროვნული ევროპული კურსისა. ეს იყო, დიახ, რუსული სქემის შესრულება. დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და კონკრეტულად „ლელომ“ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი და დიდი იმედით მოველით, რომ ევროპული კომისია და შემდგომში ევროპული საბჭო ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას და შემართებას სცემს პატივს და საქართველო არ დაკარგავს ამ უნიკალურ შანსს,” – ამბობს გრიგოლ გეგელია.

გადამწყვეტი დღეების ათვლა დაწყებულია. ევროკომისიის შეფასება ცნობილი ზუსტად სამ დღეში გახდება. ევროპის პოლიტიკურ დედაქალქში ყველაფერს ფარდა ოთხშაბათს აეხდება.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img