ვაკარჩუკი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

Published:

“ოკეან ელზის” სოლისტი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. მომღერალმა სოფელ ტყვიავში უკრაინის ომში დაღუპული ჯონი ოდიშვილის ხსოვნას  პატივი მიაგო.

ვაკარჩუკმაა გმირულად დაღუპული მებრძოლის მშობლებიც მოინახულა. – ამის შესახებ უკრაინელმა მომღერალმა სოციალურ ქსელში პოსტს გამოაქვეყნა.

“არ არსებობს სიტყვები, რომელიც უკრაინისთვის დაღუპული თითოეული მებრძოლის გამო ჩემს წუხილს და ტკივილს გამოხატავს.     ჯონი ბახმუტთან დაიღუპა…. საფლავთან მოწყენილი და ამავე დროს ამაყი და უსაზღვროდ მადლიერი ვიდექი….

მადლობა საქართველო !

ერთად გამარჯვებისკენ!

დიდება უკრაინას! ” – წერს ფეისბუქზე “ოკეან ელზის” სოლისტი.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img