საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის შესახებ დღეს, 27 ქვეყნის ევროკომისარს გადამწყვეტი ანგარიში გადაეცემა. ანგარიშში განხილული იქნება რა გააკეთა ამ პერიოდის განმავლობაში სამმა ქვეყანამ. ევროკომისრები იმსჯელებენ, თუ როგორ შეასრულა ჩვენმა ქვეყანამ ევრორეკომენდაციები. დღევანდელი ანგარიშის წარდგენა საბოლოო ჯამში გადამწყვეტ როლს იქონიებს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. 8 ნოემბერს კი, ცნობილი უნდა გახდეს, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს.
“პროექტი, რეკომენდაციების თუ მოხსენებების, რომლებიც უკრაინაზე, მოლდოვაზე და საქართველოზე უკვე შედგენილია, გადაეცემა ამ 27 ევროკომისარს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და მის მთელ გუნდს. […] ისინი განიხილავენ რაც უნდა გამოქვეყნდეს ოთხშაბათს”, – ამბობს – ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველი, თამარ გუგულაშვილი.