ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულების, განაჩენი დღეს გამოცხადდება

Published:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულების, გიგა გიგაშვილისა და ვახტანგ ლონდარიძის განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს და “ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის” სპეციალისტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან.

გარდა ამისა, გიგა გიგაშვილს სამსახურებრივ გულგრილობაშიც ადანაშაულებენ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დღესვე სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამი იურიდიული პირის მიმართაც.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img