თბილისის საქალაქო სასამართლომ კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროცესს სამიდან ორი დაკავებული ესწრებოდა.
სასამართლომ ასევე იმსჯელა გაქცეული მსჯავრდადებულის – გუჯა თათარაშვილის – ძმის – ავთანდილ თათარაშვილისთვის აღკვეთის შეფარდებაზე. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალდების მხარემ გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
კაცს 3 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.
ცნობისთვის, თბილისში, “ავერსის” კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი საავადმყოფოში კვლევებისთვის ჰყავდათ გადაყვანილი.
კიდევ ერთი დაკავებული ბადრაგის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.