ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციას პარლამენტში ელოდებიან

Published:

სოფელ კირბალთან მომხდარი იქნება თბილისში მყოფი ევროპელი დიპლომატების დღევანდელი ოფიციალური შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ერთ საათში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციას პარლამენტში ელოდებიან. შეხვედრა შალვა პაპუაშვილთან შედგება.

წარმომადგენლობითი დელეგაცია, მათ შორის საგანგებო დავალებათა ელჩები, თბილისში ევროკომისიის მიერ ე.წ. “გაფართოების პაკეტის“ გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდა. პირველი შეხვედრა დიპლომატებმა ქვეყნის პრემიერთან გამართეს, მოგვიანებით კი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდნენ. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, 12-პუნქციანი რეკომენდაციების შესრულებას, მოლოდინებს სტატუსთან დაკავშირებით. აქცენტი გაკეთდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატსა და მისი სამომავლო განვითარების შესაძლებლობებზე; სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები იგეგმება ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.

6 ნოემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, ერთი კი დააკავეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img