დავით ზალკალიანი -ვგმობთ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავებას

Published:

აშშ-ში საქართველოს ელჩი კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და კიდევ ერთი მოქალაქის გატაცებას გამოეხმაურა.

ზალკალიანი Twitter-ზე წერს, რომ ეს რუსეთის უკანონო ოკუპაციის კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგია.

“მკაცრად ვგმობთ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავებას. ეს არის რუსეთის უკანონო ოკუპაციის კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგი. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს შესაბამისი შეფასებისა და რეაგირებისკენ,” – წერს დავით ზალკალიანი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img