უსუფაშვილი – „ოცნება“ იქნებ ასეთმა ტრაგედიებმა მაინც გამოაფხიზლოს და გაარკვევინოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ – მოყვარე

Published:

„ოცნება“ იქნებ ასეთმა საზარელმა ტრაგედიებმა მაინც გამოაფხიზლოს და გაარკვევინოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ – მოყვარე, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსეთს საქართველოში დაუსრულებელი ომი აქვს გაჩაღებული, რომელიც იწირავს უდანაშაულო მოქალაქეებს.

“გუშინდელი ტრაგედია იყო კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, ვისაც რაიმე სხვა აზრები აწუხებს, რომ საქართველოს მტერია რუსეთი, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს, რუსეთს აქვს საქართველოში დაუსრულებელი ომი გაჩაღებული და ეს ომი იწირავს ჩვენს უდანაშაულო მოქალაქეებს. ზუსტად ამისგან უნდა დავიცვათ ქვეყანა, რუსული ოკუპაციისგან, რუსეთის განგრძობადი ომის საფრთხეებისგან, ზუსტად ამიტომ გვჭირდება ევროინტეგრაცია და ნატოსთან და ჩვენს პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კონტაქტი. “ოცნება” იქნებ ასეთმა საზარელმა ტრაგედიებმა მაინც გამოაფხიზლოს და გაარკვევინოს ვინაა მტერი და მოყვარე საქართველოსი და ქართველი ხალხის,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img