პენტაგონი – ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებს 38-ჯერ დაარტყეს

Published:

ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებზე 17 ოქტომბერს თავდასხმების ტალღის დაწყების შემდეგ იერიში 38-ჯერ მიიტანეს, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

რაიდერმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება სულ მცირე 45-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო, მათ შორის 24-ს ტვინის ტრავმული დაზიანებები ჰქონდა.

პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ-ის ახლო აღმოსავლეთში ამჟამად 4 მთავარი მიზანი აქვს:

რეგიონში აშშ-ის ძალების და მოქალაქეების დაცვა;
“ჰამასის” დაჯგუფებისგან თავის დასაცავად ისრაელისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების დახმარების უზრუნველყოფა;
მძევლების გათავისუფლებაში ისრაელისთვის დახმარების აღმოჩენა;
ღაზას ფარგლებს გარეთ კრიზისის გავრცელების თავიდან აცილება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img