დღეს პარლამენტთან კიდევ ერთი აქცია დაანონსდა

Published:

“ქართველი ხალხი რუსული ბოროტების წინააღმდეგ!” – სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქციას გამართავს.

მათი თქმით, “თამაზ გინტურის მიმართ ნასროლი ტყვია ქართული სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის მიმართ გასროლილი ტყვიაა.”

“სოფელ კირბალში რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულმა ენით აღუწერელმა სისასტიკემ დღეს ყველა ქართველის გულში შეაღწია.

დუმილი, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ არის გამოსავალი!

რუსული ბოროტების წინააღმდეგ დღეს ყველა ქართველი უნდა გამოვიდეს და ეროვნული ერთიანობის საერთო სახალხო აქტი შედგეს ქვეყნის მთავარ გამზირზე.

ქვეყნის მთავარი სტუდენტური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, საღამოს 7 საათზე, გელოდებათ ყველას, ვისთვისაც ღირებულია საქართველოს მშვიდობიანი, უსაფრთხო და თავისუფალი მომავალი. ვინც ვერ იტევს ემოციას გულში და გრძნობს საჭიროებას, საკუთარი ხმა გააგონოს მთელს მსოფლიოს.

რუსული ბოროტების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ურყევი მხარდაჭერა დღეს სასიცოცხლოდ გვესაჭიროება.

ჩვენი თანამემამულის, თამაზ გინტურის მიმართ ნასროლი ტყვია, არის ქართული სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის მიმართ გასროლილი ტყვია.

ეფემერული “მშვიდობა” მხოლოდ პროპაგანდისტულ ტექსტებად დარჩება. ქართველი ხალხი ვიმსახურებთ რეალურ მშვიდობას, უსაფრთხოებას და თავისუფლებას!

დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მტრის მიმართ ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ წარმოებული ლოიალური პოლიტიკა არის არა უბრალოდ ღირსებისშემლახავი, არამედ სრულიად უკუშედეგის მატარებელი.

შეწყდეს კოლაბორაციონიზმი მტერთან!

ხმა ავიმაღლოთ რუსული ბოროტების წინააღმდეგ!

გამოდი უსაფრთხო და თავისუფალი მომავლისთვის!

ჩვენი მხრიდან ერთობის დემონსტრირებას დღეს ყველაზე დიდი ძალა ექნება!,” – ნათქვამია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img