საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ევროკავშირი მკაცრად გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი პირის დაკავებას რუსეთის სასაზღვრო დაცვის მიერ კირბალში. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უკანონოა“, – წერს ბორელი.
The EU strongly condemns the killing of a Georgian citizen and the detention of another one by the Russian border guards in Kirbali. We call for an immediate release.
Russian military presence in the Georgian occupied breakaway regions of Abkhazia and South Ossetia is illegal.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) November 7, 2023