ფოტიგა – ხელისუფლების შემაშფოთებელი ნაბიჯების მიუხედავად, არ შეგვიძლია, საქართველოს ევროკავშირის კარი დავუხუროთ

Published:

ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავიმეოროთ შეცდომები და ჩვენი პარტნიორები რუხ ზონებში დავტოვოთ – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არ შეიძლება, საქართველოს დავუხუროთ ევროკავშირის კარი, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი შემაშფოთებელია.                                            „გაფართოების პოლიტიკა ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად მთავარ ინსტრუმენტად რჩება. ეს არის სტრატეგიული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავიმეოროთ შეცდომები და დავტოვოთ ჩვენი პარტნიორები რუხ ზონებში. ვიმედოვნებ, რომ 2023 წლის გაფართოების პაკეტი გაითვალისწინებს ამ იმპერატივს იმ ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების შეფასებისას, რომლებიც ისწრაფვიან ჩვენს საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ.

დიდი ყურადღებით ვაკვირდები დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებას. ვაფასებ უკრაინისა და მოლდოვას მიერ მიღწეულ პროგრესს, მიუხედავად უჩვეულო გარემოებებისა და პირობებისა. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, როდესაც ვაფასებთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი შემაშფოთებელია“, – წერს ანა ფოტიგა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img