აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც ისრაელის დასახმარებლად 14.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებას არ მოიცავდა.
მანამდე, 2 ნოემბერს, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სადაც უმრავლესობა „რესპუბლიკელებს“ აქვთ, მაგრამ სენატმა, რომელსაც „დემოკრატები“ აკონტროლებენ, კანონპროექტი არ დაამტკიცა.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს სენატი დაამტკიცებდა, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარედგინებოდა, მაგრამ თეთრმა სახლმა წინასწარ განაცხადა, რომ ბაიდენი ვეტოს დაადებდა და უარს იტყოდა დოკუმენტის ხელმოწერაზე, მაშინაც კი, თუ მას კონგრესის ორივე პალატა დაამტკიცებდა და პრეზიდენტის მაგიდაზე აღმოჩნდებოდა.