ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, – ინფორმაციას გამოცემა Politico ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთა ვინაობასაც არ ასაჯაროებს.
„მწვანე შუქი უკრაინისა და მოლდოვისათვის: ევროკომისრების კაბინეტის ხელმძღვანელები, რომლებიც ორშაბათს ჰებდოს ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრაზე შეიკრიბნენ, უკვე შეთანხმდნენ იმ დიდ კითხვებზე, რომლებიც გაშუქდება დღევანდელ გაფართოების ანგარიშში: ისინი რეკომენდაციას გაუწევენ ევროკავშირის ლიდერებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით – იმ პირობებით, რომ ქვეყნები გაატარებენ კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებულ რეფორმებს. კარგი ამბავია თბილისისთვისაც: ისინი ასევე რეკომენდაციას გაუწევენ, რომ ევროკავშირის მთავრობებმა საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი“,- წერს გამოცემა ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაცია დღეს, საქართველოს დროით 15:00 საათზე გახდება ცნობილი.