ბადრი ჯაფარიძე – მინდა მივულოცო ქართველ ხალს და მივუსამძიმრო “ქართულ ოცნებას”

Published:

მინდა მივულოცო ქართველ ხალს და მივუსამძიმრო “ქართულ ოცნებას” – ასე გამოეხმაურა “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა მიიღო დამსახურებულად ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან.

“მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ევროკავშირი არის საქართველოს ერთგული მეგობარი.

ამავდროულად მინდა მივუსამძიმრო “ქართულ ოცნებას”. ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, მათ მიერ განხორციელებული საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეასრულეს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ევროკომისიამ მაინც მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ქართველმა ხალხმა მიიღო დამსახურებულად ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან”. – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია – ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img