საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობის აღიარებაა.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველომ აჩვენა თავისი ძალა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება. ამის შესახებ მან ” ტვიტერზე ” დაწერა.
“გილოცავ, საქართველო. ევროკომისიამ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა. ეს არის აშკარა აღიარება საქართველოს მიერ ამ მნიშვნელოვან გზაზე გაწეული ინტენსიური მუშაობისა. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, ერთიანობა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება. მოუთმენლად ველოდები საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში,” – წერს ილია დარჩიაშვილი.