საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მინიჭების გამო ქვეყანა მილოცვებს იღებს

Published:

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მინიჭების გამო ქვეყანა მილოცვებს იღებს. ერთ-ერთი პირველი იყო მოლდოვის პრეზიდენტი. 

“სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას მივულოცე მას და ქართველ ხალხს დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,” – წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში და აცხადებს, რომ საუბრის დროს აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და მოლოდვას, როგორც ევროკავშირის ოჯახის ნაწილის საერთო ხედვაზე მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ.

ბრიუსელის შუალედურ დასკვნაზე დაკავშირებით წერს  მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრიც .

“მივესალმები ევროკავშირის გაფართოების პაკეტსა და რეკომენდაციებს. მოლაპარაკებების დასაწყებად გახსნას მოლაპარაკებები მოლდოვასა და უკრაინისთვის და მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს,” – ნათქვამია ლუმინიტა ოდობესკუს პოსტში.

მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, იმ პირობით, რომ გადაიდგმება მთელი რიგი ნაბიჯები – ეს რუმინეთის პრეზიდენტის პოსტია. კლაუს იოჰანი ამბობს, რომ ის ასევე მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და ასევე გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, როგორც კი წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხის მიღწევა მოხდება.

“რუმინეთი ევროკავშირის წლევანდელ გადაწყვეტილებას მტკიცედ უჭერს მხარს,” – აცხადებს პრეზიდენტი.

ბრიუსელის რეკომენდაციაზე წერს ჩეხეთის საგარეო უწყების  ხელმძღვანელიც.

“უფრო ფართო ევროკავშირი ნიშნავს უფრო ძლიერ ევროპას. მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ბოსნია და ჰერცოგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ,” – ნათქვამია იან ლიპავიცკის გზავნილში.

“ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას მკაფიო და ძლიერი ნაბიჯები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ქართველი ხალხი იმსახურებს ერთობას და საჭიროა მეტი ძალისხმევა რომ ევროკავშირისკენ მისწრაფებების რეალობად იქცეს” – აღნიშნავს სოციალურ ქსელში საქართველოში საფრანგეთის ელჩი,  შერაზ გასრი.

მნიშვნელოვანს უწოდებს 8 ნოემბერს გერმანიის სახელმწიფო მინისტრიც.  გავრცელებულ განცახდებაში ნათქვამია, რომ უკრაინისა და მოლოდვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია სწორი სიგნალია.

“თქვენი მომავალი ევროკავშირშია! ეს ასევე ეხება საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ჩვენ დაგეხმარებით საჭირო რეფორმებით,” – აღნიშნავს ანნა ლურმანი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img