კოლომინა – ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოს აღიარებაა

Published:

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში Nato-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, კომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

„ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. ევროპული საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არის ამ ქვეყნის მიერ შესრულებული სამუშაოს აღიარება, ისევე როგორც საქართველოს ერთგულებისა საერთო ღირებულებებისადმი“, – წერს ხავიერ კოლომინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img