ფოტიგა კირბალზე – მივმართავ ევროპარლამენტს, მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია

Published:

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს სოფელ კირბალში, ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის და გატაცებული ლევან დოთიაშვილის საკითხის განხილვის მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი მოთხოვნით ფოტიგამ კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფის სახელით მიმართა.

სიტყვით გამოსვლის დროს მან საოკუპაციო ძლების მიერ მძევლად აყვანილი ლევან დოთიაშვილი ახსენა და კოლეგებს მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი რეზოლუციის მიღებისკენაც მოუწოდა.

“6 ნოემბერს, საქართველოს ორი მოქალაქე, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი იმყოფებოდნენ ლომისის ეკლესიაში, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. მათ ასევე სურდათ ეკლესიის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოს მონახულება. ამ დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ერთ-ერთი მათგანი, თამაზ გინტური საქართველოს ტერიტორიაზე მოკლეს, ხოლო მეორე ადამიანი მძევლად აიყვანეს და საოკუპაციო ძალების საპატიმრო დაწესებულებაში, ცხინვალში გადაიყვანეს. მივმართავ ევროპარლამენტს, გაიმართოს დებატები მომხდართან დაკავშირებით და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია”, – აღნიშნა ფოტიგამ.

ევროპარლამენტი კირბალში მომხდარ მკვლელობას, სავარაუდოდ, ნოემბრის სესიაზე განიხილავს, რომელიც 21 ნოემბერს, სტრასბურგში გაიხსნება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img