ბათუმის სტადიონი ევროკავშირის დროშის ფერში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ბათუმის “აჭარაბეთ არენას” ევროკავშირის დროშის ფერში განათება ევროკომისიის რეკომენდაციას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.
“ევროკომისია დადებითად აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.