იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილსა და გრიგორიადის შეიწყალებს, იგი ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი ხელისუფლება შეეცდება, საქართველოს ისტორიული შანსი დააკარგვინოს.
ევროკავშირმა კრედიტი მოგვცა, როგორც ევროპელ ხალხს, ქართველებს. ხუთი კვირა არის დარჩენილი და მაქსიმალურად უკვე ერთი ხელის შეხებაღა დაგვრჩა, რომ რეკომენდაცია კი არა სტატუსი მივიღოთ და მერე შევცვალოთ ხელისუფლება.
“ქართულმა ოცნებამ” შეიძლება ცუდი რაღაცები გააკეთოს და შეეცადოს, რომ სტატუსი წაგვართვას, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველანი, რომ ეს ვერ გააკეთონ. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ამ პროცესს წაეხმაროს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლიტიკური პატიმარია და ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც იმის გამო ზის ციხეში, რასაც დღეს ჩვენ ვზეიმობთ – აღნიშნა გვარამიამ.