არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის ვიზიტზე – ეს იქნება წინა შემთხვევაზე კიდევ უფრო უხეში დარღვევა

Published:

“ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტი ისევ კონსტიტუციის დარღვევით განახორციელა, ეს იქნება წინა შემთხვევაზე უფრო უხეში დარღვევა იქნება.

თალაკვაძის თქმით, ჯერ დაელოდებიან, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი, ამის შემდეგ კი პარლამენტი აუცილებლად მოახდენს რეაგირებას

“თუ ეს ვიზიტი განხორციელდება კონსტიტუციის დარღვევით ისევ, ეს იქნება წინა შემთხვევაზე კიდევ უფრო უხეში დარღვევა და დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია არაფერს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არჩეული ლიდერი კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს თავის პირად მოსაზრებას, იმას, რისი გაკეთებაც მას მიაჩნია საჭიროდ, რაც დაუშვებელია. რეაგირება რა იყო, ეს პარლამენტმა უკვე აჩვენა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე ამ დარბაზში, ასე რომ ვნახოთ, დაველოდოთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება გადადგმული, შემდეგ პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამაზე გააკეთებს რეაგირებას”. – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

დღეს პრეზიდენტი და პრემიერი პარიზში ერთად აღმოჩნდებიან. საინტერესოა, როგორი იქნება ოცნების პოლიტიკური სვლა ამის შემდეგ და ისევ დაადანაშაულებს თუ არა ღარიბაშვილი ზურაბიშვილს უკვე ევროპიდან  ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img