საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერი ავრცელებს.
“მოხარული ვარ ემანუელ მაკრონთან შეხვედრით. მადლიერები ვართ პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროკავშირის გზაზე! გვჯერა, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს მის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, დაგვეხმარება წარმატებულ წინსვლასა და გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში გუშინ გაემგზავრა. პარიზში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. ისინი პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.