ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ხვალ დაკრძალავენ

Published:

ამ დრომდე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები სოფელ კირბალში, სადაც ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ხვალ კრძალავენ.

არსებობდა თუ არა ცეცხლის გახსნის აუცილებლობა, იყო თუ არა საფრთხეები – ახლა განსაკუთრებულ ინტერეს იწვევს საქმის ოქროს მოწმის, ლევან დოთიაშვილის ჩვენება. ის იმყოფებოდა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში, პირველი ჩვენება სწორედ იქ მისცა, რომელიც რეჟიმის მიერ მართულმა მედიამ გაავრცელა.

აღნიშნულ ვიდეოში დოთიაშვილი ჰყვებოდა იმის შესახებ, რომ, თითქოს, დაარღვია ე.წ საზღვარი, თუმცა განსაკუთრებით საინტერესოა, რა თქვა, უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ლევან დოთიაშვილმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. გუშინ მან შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში მისცა ჩვენება.

რაც შეეხება ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს, მას ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაკრძალავენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img