ორბანი – უკრაინა EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის “მზად არ არის”

Published:

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის “მზად არ არის”.

“ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინამ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, ეს უნგრეთის მკაფიო პოზიციაა. უკრაინა ისე შორის ევროკავშირში გაწევრიანებისგან, როგორც მაკო იერუსალიმიდან”, – ამბობს უნგრეთის პრემიერი.

მანამდე, უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, რადგან “უკრაინას პირობები არ შეუსრულებია”.

ამასთან, ომის დაწყებიდან დღემდე, უნგრეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინას ომში გამარჯვების შანსი არ აქვს. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით “ყველა სამხედრო ექსპერტი თანხმდება”.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img