საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ რადიო RFI -სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2024 წლის არჩევნები შანსია, ქვეყანა გადავიდეს დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც ემსგავსება კოალიციას.
„საქართველო დღემდე, მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასოდეს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან. მიუხედავად მეტ-ნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომელიც საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად. ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე, რომელიც უფრო და უფრო აკონტროლებს ინსტიტუციებს.
მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში,” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.