უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

Published:

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ირაკლი ქურციკიძე ოკუპანტებთან შეტევითი ოპერაციის დროს ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა.

ქურციკიძე პროფესიონალი სამხედრო იყო და უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.

რამდენიმე კვირის წინ ირაკლი ქურციკიძის შესახებ უკრაინულმა ტელეარხმა რეპორტაჟი მოამზადა, სადაც ქართველი მებრძოლი ომის მიმდინარეობაზე საუბრობდა.

“ზიხარ, არაფერს ელი და უცბად, წამში, ყველაფერი შავდება, ყველა ერთხმად იწყებს ყვირილს. ჩვენს უკან მოდის მანქანა და შენ გაქვს განცდა, რომ მართალია აფეთქდი, მაგრამ სწრაფად მოგათავსებენ მანქანაში და გადაგიყვანენ უსაფრთხო ადგილას. ექიმი მეუბნებოდა ცოტა ხანს კიდევ იწექიო, მაგრამ მე აღარ მინდოდა წოლა,” – ამბობდა ქურციკიძე.

მისი თანამებრძოლების ინფორმაციით, ქურციკიძეს სამშობლოში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-მდე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img