საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზრდებათ.
კანონპროექტი განსახილველად კომიტეტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა,წარუდგინა .
შეგახსენებთ, რომ 2025 წლიდან, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 10 000, დეპუტატების კი 8 250 ლარი იქნება. დოკუმენტში 2025 წლიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, ასევე, საპარლამენტო თანამდებობის პირების ხელფასების ზრდაცაა გათვალისწინებული.
10 ნოემბერს ამ ინიციატივას მხარი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმაც დაუჭირა .