საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $17,8 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.2 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 5.1 მილიარდი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 12.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12.9 მილიარდი აშშ დოლარი (გაიზარდა 17.8 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 7.6 მილიარდი. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 20 ნოემბერს გამოქვეყნდება.