ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიდან რუსეთის ქალაქ მაჰაჩყალას მიმართულებით ფრენებს იწყებს.- ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
მათი ინფრომაციით, აეროპორტის განრიგის მიხედვით, ფრენები 23 ნოემბრიდან დაიწყება და კვირაში სამჯერ შესრულდება. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანია ფრენებს იწყებს თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს შორის 10 დეკემბრიდან და ბათუმსა და მოსკოვს შორის 12 დეკემბრიდან.
Georgian Airways რუსეთში ფრენების გამო არაერთხელ გახდა საზოგადოების კრიტიკის მიზეზი. მათ ოფისთან ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, თუმცა კომპანია პოზიციას არ ცვლის.
Georgian Airways და მისი მფლობელი თამაზ გაიაშვილი უკრაინამ 1-ელ ივლისს დაასანქცირა.