ბოკუჩავა – ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება ქართველი ხალხის დამსახურებაა

Published:

„ევროპარლამენტში ყველა ხაზს უსვამს იმას, რომ დადებითი გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან არის ქართველი ხალხის მონაპოვარი, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას“ ,- ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე.

თინა ბოკუჩავა მონაწილეობს ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში. პოლიტიკური და ენერგოუსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერების აუცილებლობას და აღნიშნა ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გახსნის საფრთხე. ასევე მადლიერება გამოხატა ევროკომისიის მიმართ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პოზიტიური რეკომენდაციისთვის და ხაზი გაუსვა იმ 9 დათქმის შესრულების აუცილებლობას, რომელიც აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში.

„ერთის მხრივ ყველა ევროპარლამენტში ხაზს უსვამს იმას, რომ დადებითი გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან არის ქართველი ხალხის მონაპოვარი, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. მეორეს მხრივ, არის ხაზგასმა იმის, რომ საქართველო დაეწიოს მოლდოვასა და უკრაინას და გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებისთვის, მაშინ, როდესაც საქართველო მოწინავე ქვეყანა იყო ასოცირების ტრიოში, მაგრამ ახლა არის პრაქტიკულად ერთ წლიანი ჩამორჩენა უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში. აუცილებელია რეფორმების გატარება, თუმცა ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსული ოცნება“ ამ რეფორმებს გაატარებს, დიდად არ არის, მაგრამ ერთი პირობის შესრულება, რომლის შესრულებაც აუცილებლად მოუწევს ივანიშვილის რეჟიმს, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რადგან კანდიდატის სტატუსის დადებითი გადაწყვეტილება ერთგვარად გარანტად იქცევა სამართლიანი არჩევნების, რის შედეგადაც აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება და შემდეგ დემოკრატიული, დასავლური, ევროპული, კოალიციური ხელისუფლება განახორციელებს რეფორმებს, რომ საქართველოსთვისაც გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე ევროკავშირთან.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img