“რუსული გავლენის ეპოქა დასრულდა და ეს სამართლიანია. რუსი ტერორისტების ადგილი არაა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელობაში. რუსეთის საერთაშორისო როლი შესუსტებას გააგრძელებს”, – დაწერა ზელენსკიმ.
იუნესკოს აღმასრულებელი საბჭო – ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ორგანოა, რომელიც განაგებს მის ბიუჯეტს და პროგრამულ მოქმედებებს. საბჭოს შემადგენლობაში 58 წევრია, მათ გენერალური კონფერენცია (სათათბირო ორგანო, რომლის შემადგენლობაში იუნესკოს ყველა წარმომადგენელი შედის) ირჩევს. რუსეთი აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფში შედიოდა, რომელშიც ახლა სერბეთი, ალბანეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი აირჩიეს.
მანამდე, 10 ნოემბერს, ისტორიაში პირველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთს წარმომადგენელი არ აირჩიეს. ეს 1946 წლიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის წარმომადგენელი არ ეყოლება.