აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 20 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს

Published:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

20 პირის იდენტიფიცირებული ნეშტიდან 14 სამხედროა და 6 მშვიდობიანი მოქალაქე.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img