ირაკლი კობახიძე – პირველი ხელისუფლება ვართ, ვის პირობებშიც ომი არ ყოფილა

Published:

თუ ე.წ. საზღვართან რაიმე მშენებლობა წარიმართება, ესეც იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა – ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია ყველა თემასთან, მათ შორის ე.წ. საზღვართან და ე.წ. საბაჟოებთან დაკავშირებით და გვაცადეთ იმ პოლიტიკის წარმოება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, ვის პირობებშიც ომი არ ყოფილა, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია არის ის მემკვიდრეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წინა ხელისუფლებამ დაუტოვა.

„ეს არის სამწუხარო რეალობა, ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა. ეს არის ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია. თუ რაიმე მშენებლობა წარიმართება ე.წ. საზღვართან ესეც იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. ჩვენ არ ვაღიარებთ არავითარ საზღვარს, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცხადი და ნათელია, მილიონჯერაა გაკეთებული შესაბამისი განცხადება“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება საკითხს, განიხილება თუ არა რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, კობახიძე ამბობს, რომ ეს სპეკულაციაა.

„მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი საკითხი საერთოდ არ განიხილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თუ განხორციელდება ქვეყნის დეოკუპაცია, თუ აღდგენა საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ყველა თემას განვიხილავთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ფრენების აღდგენა და სარკინიგზო მიმოსვლა აბსოლუტურად განსხვავებული თემაა“.

„ფრენების აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას კი მოლაპარაკება სჭირდება“,- განაცხადა კობახიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img