გახდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი? – ამ დროისტვის ეს საკითხი “ნაციონალური მოძრაობაში” ყველაზე აქტიურად განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით, ახლა პარტიაა “ვივა-მედის” საკნად ქცეული პალატიდან ელოდება პასუხს.
აქ ერთი სამართლებრივი დეტალია, რომლის გათვალისწინებაც ხაბეიშვილის გუნდს მოუწევს – კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს კი მოქალაქეობა “ქართულმა ოცნებამ” ჩამოართვა. სააკაშვილი ახლა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა.
ახლა ყველაა 20 ნოემბრის სასამართლო პროცესის მოლოდინშია. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ პროცესზე ვარდების რევოლუციის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, სააკაშვილმა საზოგადოებას მიმართოს და პარტიის შეთავაზებასაც უპასუხოს.