ბეჟაშვილი – როდემდე შეიძლება სისხლის სამართლის დამნაშავე იყოს იუსტიციის მინისტრი?

Published:

“როდემდე შეიძლება რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფო სისტემატურად ახორციელებდეს წამების და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულს,” – ამ კითხვით გეგმავს რომ მიმართოს ლევან ბეჟაშვილმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომელიც პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში იმყოფება.

როგორც ბეჟაშვილი ამბობს, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის უფლებებს არღვევს და ამაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის მინისტრსაც ეკისრება.

როგორც ბეჟაშვილი ამბობს, დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ ოპოზიციური პარტიის მოთხოვნას, რომ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.

ჩვენი მთავარი კითხვები და საკითხები არის ის,რომ როდემდე შეიძლება სისხლის სამართლის დამნაშავე იყოს იუსტიციის მინისტრი, როდემდე შეიძლება რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფო სისტემატურად ახორციელებდეს წამების და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულს და მოთხოვნა, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, მოხდეს მისი გადაყვანა, ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც გათვალისწინებულია საერთაშორისო პარტნიორების და სახელმწიფოების მოწოდებებით,“ – ამბობს ბეჟაშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img