კოსტა სანიკიძე დაჭრეს

Published:

თბილისში,  მომღერალი კოსტა სანიკიძე დაჭრეს. მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული. როგორც ცნობილია, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ სახლში დაჭრეს.

მომღერალი მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე რამდენიმე დღის წინ საუბრობდა და გამოძიებას ჩვენებაც მისცა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, მომხდარზე ერთი პირი დააკავეს.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img