საქართველოსა და მის პარტნიორ ქვეყნებში ინფლაცია მცირდება

Published:

საქართველოს ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშების თანახმად, საქართველოსა და მისი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წლიური ინფლაციის მაჩვენებლები მცირდება.

საქართველოში ინფლაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 92%-ით შემცირდა. 2022 წლის ოქტომბერში ეს მონაცემი 10.6%–ს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში იგი 0,8%-მდე ჩამოვიდა.

საქართველოში 2020 წლის კვარტალების მიხედვით საშუალო ინფლაცია 5.2%, 2021წელს 9.6%, ხოლო 2022 წელს კი 11.9% იყო. ხოლო 2020-2022 წლებში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 8.9%-ია.

მთავარ სავაჭრო პარტნიორ აზერბაიჯანში, ისევე როგორც საქართველოში, ინფლაციის მაჩვენებელი 2023 წლიდან იკლებს. 2022 წლის ოქტომბერში ის 15.6% ხოლო 2023 წლის ოქტომბერში 3.9% იყო.

სომხეთში ინფლაციის მაჩვენებლის კლებასთან ერთად, ზაფხულში (ივნისი -0.5% , ივლისი -0,1% აგვისტო -0.2%)  დეფლაცია ფიქსირდება. სომხეთში წლიური ინფლაცია ბოლო 1 წლის განმავლობაში (2022M10 – 2023M10) 99%-ით შემცირდა.

თურქეთში 2022 წლის ოქტომბერში მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა (85.5%) ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქეთისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 38.2% – ივნისში დაფიქსირდა. ამჟამად თურქეთის წლიური ინფლაცია 61.4%-ია.

რუსეთში , ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკრაინასა და ევროზონაში ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილურად იკლებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში წლიური ინფლაციის დონე რუსეთში  47%–ით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 58%–ით, უკრაინაში 80%–ით, ხოლო ევროზონაში  73%-ით შემცირდა. ევროზონაში 2020-2022 წლების წლიური ინფლაციის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი ფიქსირდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img