კახა კალაძე – ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

Published:

ქართული პროდუქტი არ გავიტანოთ თუნდაც რუსულ ბაზარზე, რატომ?! საკუთარ თავს ვიზღუდავთ ამით – განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ.

“ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ისევ და ისევ ვიცავთ მოსახლეობის ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს და ყოველთვის გვექნება ეს დამოკიდებულება. ისეთ შემთხვევებში, რომელიც შეიძლება პრობლემა იყოს, საერთაშორისო დონეზე გარკვეულ საფრთხეებს წარმოადგენდეს, იგივე თუნდაც სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა და ა.შ აქ ყველანაირად ვთანამშრომლობთ და მადლობებიც კი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით და ეს მომავალშიც გაგრძელდება. მაგრამ, ახლა ტურისტი არ ჩამოვიდეს საქართველოში და ფული არ დახარჯოს და ვთქვათ, მაგალითად, ქართული პროდუქტი, საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი, შევზღუდოთ და არ გავიტანოთ თუნდაც რუსულ ბაზარზე, რატომ?! რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი, ვის ვზღუდავთ ამით, საკუთარ თავს ვიზღუდავთ და ისევ გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში ხომ?!” – განაცხადა კახა კაკაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img