ყაზბეგის მერი – ტყუილია, რომ ხელით შევეხე მოქალაქეს

Published:

ყაზბეგის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი ტყუილს უწოდებს  გამოცემა მთის ამბების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან მოქალაქეს სცემა.

“გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკრძალვაზე ხელით შევეხე მოქალაქეს, არის ტყუილი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქმიანობისა და სახელის შელახვას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”, – წერს  ბაკურ ავსაჯანიშვილი

გარდა ამისა, ყაზბეგის მერის თქმით, ცილისწამებაა, რომ ის კერძო კომპანიებს ლობირებს და თანამშრომლებს კონკრეტული პროექტების მხარდაჭერას აიძულებს.

“ამ ბრალდებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების წევრები, საკითხის თაობაზე, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ამ მიზნით არც პროვოკაციულ ქმედებებზე იხევენ უკან”, – განაცხადა ავსაჯანიშვილი.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img