თავდაცვის კოდექსში ცვლილებები დაკავშირებულია სადამსჯელო ოპერაციასთან წინასაარჩევნოდ ახალგაზრდების გაწვევის კონტექსტში – აღდგა კომისარიატი, რომელიც საბჭოთა გადმონაშთი იყო, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძის თქმით, მარტის აქციების შემდეგ ახალგაზრდებზე უნივერსიტეტებში რეპრესიები მიმდინარეობს და ესეც იქნება ერთ-ერთი მექანიზმი კრიტიკულად განწყობილი ახალგაზრდების წინააღმდეგ.
„ცვლილებები თავდაცვის კოდექსში გულისხმობს იმას, რომ ახალგაზრდების ის წარმომადგენლობა, რომელიც კრიტიკულია “ქართული ოცნების“ მიმართ, იქნებიან ფოკუსში თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. ამ ცვლილებებით აღდგა კომისარიატი, რომელიც იყო სერიოზული საბჭოთა გადმონაშთი, ცენტრალიზებული გახდა ეს სტრუქტურა მაშინ, როცა თვითმმართველობაში იყო გადანაწილებული გაწვევის სამსახური და ძალიან მნიშვნელოვანია რწმენის საკითხთან შეხება არის სერიოზული პრობლემა ადამიანის უფლებებისთვის, მით უმეტეს იმ კონტექსტში, როცა თავდაცვის სამინისტრომ უნდა დაადგინოს, ადამიანი აფერისტობს თუ არა. მე ვფიქრობ, ცვლილებები დაკავშირებულია სადამსჯელო ოპერაციასთან წინასაარჩევნოდ ახალგაზრდების გაწვევის კონტექსტში”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.