ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

Published:

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „ქართული ოცნების” წევრები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციის წევრები მმართველ გუნდს, კორუფციაში ადანაშაულებენ, რაზე განცხადებებსაც მმართველი გუნდის მხრიდან აგრესია მოჰყვა.

„კორუფციის კონკრეტულ მაგალითებზე ვესაუბრებოდით, მათგან წამოვიდა აგრესია და შეურაცხმყოფელი სიტყვები. შპს “მარდი” ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უხარისხოდ აშენებს, რაზეც კონტროლი არ ხორციელდება, მას წახალისება არ უნდა მიეცეს, ამ კომპანიას მერიის შენობა გადაახურვინეს. ეს კომპანია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულია, კორუფციაში არიან ჩართული. ამ კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებს ყოველთვის პრობლემები აქვს”, – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოლომონ ბაჯელიძემ.

დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის მხრიდან ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

მათი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მორიგ შოუს დგამს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img