ვაფასებ თქვენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ ჰოლდომორის ხსოვნის დღეს, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.
“ვაფასებ თქვენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ ჰოლდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის უამრავ ტანჯვას გაუძლეს. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, ჩვენი თავისუფლებისა და ხალხის დასაცავად“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
https://twitter.com/Zourabichvili_S?ref_src=twsrc%5Etfw