ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების 200 მანქანა შევიდა

Published:

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 200 სატვირთო მანქანა შევიდა, ზოგიერთი მათგანი ჩრდილოეთ ნაწილშიც. – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა სატვირთო მანქანები ეგვიპტესთან ნიცანას სასაზღვრო პუნქტზე შეამოწმეს, რის შემდეგაც ისინი რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ეგვიპტიდან ღაზას სექტორში შევიდნენ. ისრაელის თანხმობით, ათობით სატვირთო მანქანა და ექვსი სასწრაფო დახმარების მანქანა სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მიემართება, მათ შორის ისეთ ტერიტორიებზეც, სადაც ევაკუაცია არ მომხდარა.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img