მშობლები,164-ე ბაგა-ბაღში მომხდარი ძალადობის გამო დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ

Published:

164-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით მიმართავენ და ბაღის დირექტორის, ფატი მანჯგალაძის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. 50-მდე მშობლის ხელმოწერასთან ერთად განცხადებას მშობლები დღეს, 14:00 საათზე, სააგენტოს ხელმძღვანელს გადასცემენ.

ეს ის ბაღია, სადაც 3 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მშობლები ამბობენ, რომ სამსახურიდან მხოლოდ ერთი მასწავლებლის გათავისუფლება საკმარისი არ არის და აუცილებელია, დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც.

“გვაქვს 50-მდე მშობლის ხელმოწერა, განცხადებაში ჩვენ ვითხოვთ, გათავისუფლდეს ფატი მანჯგალაძე და ჩამოერთვას უფლებამოსილება ასევე ყველა მოძალადე, ძალადობაში თანამონაწილე პირებს. ფატი მანჯგალაძე არის ამ სისტემატურ ძალადობაზე პასუხისმგებელი და სააგენტოს აქამდე უნდა მოეხდინა ამაზე რეაგირება”, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img