გია ვოლსკი – სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“ , რევოლუციური კომიტეტის დაშლის პროცესი მიმდინარეობს

Published:

სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“ – ვითარება, რასაც თვალს ვადევნებთ, აბსურდის თეატრია, რევოლუციური კომიტეტის დაშლის პროცესი მიმდინარეობს,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, აღნიშნული საკითხის სამართლებრივი მხარე მორღვეულია და თემა სასამართლოშიც რომ განიხილონ, აზრი არ აქვს.

„ამ სიტუაციას ნეიტრალური სიტუაციიდან რომ შევხედოთ, არ არსებობს არცერთი ორგანიზაცია, არცერთი პარტია, უწყება, სადაც დირექტორი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, ხაბეიშვილმა ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოსთან ან რაიმე კოლექტიური ორგანოსთან შეთანხმების გარეშე მიიღო, რომელიც ალბათ აქვთ და რომელიც იმ ადამიანის დაწერილ მანიფესტს, რომელიც არც საქართველოს მოქალაქეა და პარტიაშიც არანაირ იერარქიულ პოზიციას არ იკავებს.

სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“. შეიძლება სასამართლოში იქნეს ეს თემა განხილული, მაგრამ ამასაც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ დაშლის პროცესი მიმდინარეობს. სამართლებრივი მხარე მოშლილი, მორღვეული აქვს ამ ყველაფერს და ლევან ხაბეიშვილის ცოდნა პარტიული მმართველობის საკითხების, კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ფაქტია, რომ რომელიმე ტრიბუნიდან „ნაცმოძრაობაზე“ მსჯელობა, როგორც ერთიან მონოლითურ პოლიტიკურ ძალაზე საფუძველს მოკლებულია. პარტიაც აღარაა. რევოლუციური კომიტეტია და თუ რევოლუციურ კომიტეტში ერთი რევოლუციონერი მეორემ გარიცხა, რასაკვირველია, ამას გარკვეული პოლიტიკური დასაბუთება სჭირდება. სამართლებრივ ნაწილს თავი რომ დავანებოთ, ეს ვითარება, რასაც თვალს ვადევნებთ აბსურდის თეატრია. რევოლუციურ კომიტეტის დაშლის პროცესი მიმდინარეობს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img