ჰერჩინსკი – მოხარული ვარ, რომ ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად მუშაობა დაიწყო

Published:

მოხარული ვარ, რომ ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო, ვიმედოვნებ, ეს ნაბიჯები სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში დადასტურდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ამასთან, როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, ევროკომისიაში უკვე განიხილება.

„ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის მიცემისას ცხრა რეკომენდაციაც დასახა. ეს ცხრა ნაბიჯი, კანდიდატის სტატუსთან ერთად, იმედია, 14 და 15 დეკემბერს დადასტურდება ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების მიერ. მიხარია, რომ მთავრობამ უკვე შეიმუშავა სამოქმედო გეგმა,ეს საკითხი ამჟამად ევროკომისიაში განიხილება. ყველა ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მათგანი წინა 12 პრიორიტეტის მსგავსია. იმ პრიორიტეტების, რომლებზეც მუშაობა გრძელდება. დანარჩენები – ახალია: დეზინფორმაციასთან და უცხოური ინფორმაციის მანიპულირებასთან ბრძოლა, საქართველოს ადაპტაცია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. ყველა ეს ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია და ძალიან მოხარული ვარ, რომ მუშაობა ამ ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად დაუყოვნებლივ დაიწყო. ვიმედოვნებ, ეს ნაბიჯები სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში დადასტურდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img