ვაზისუბანში კაცს მანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა

Published:

ვაზისუბანში ცემენტმზიდი ქვეითს დაეჯახა. მიღებული ტრავმის შედეგად, 65 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img