უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ნიკა გელენიძე დღეს ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალეს

Published:

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 31 წლის ნიკა გელენიძე დღეს ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

აფხაზეთიდან დევნილი გელენიძე ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა. იგი უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად 5 სექტემბერს გაემგზავრა.

მისი გადაწყვეტილების შესახებ ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო.
ახალგაზრდა მამაკაცი 17 ნოემბერს ბახმუტთან აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img